შებერილობა შესაძლოა გარკვეული პროდუქტების მიღებას უკავშირდებოდეს. არსებობს საკვები, რომელიც ზოგიერთ ადამიანში შებერილობას იწვევს ან აძლიერებს, ასევე პროდუქტები, რომლებიც ამ დროს შედარებით კარგი არჩევანია.
რომელი პროდუქტები იწვევს შებერილობას და რომელი შეიძლება მივიღოთ ამ დროს — ამ თემაზე ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია საუბრობს.
მისი თქმით, შებერილობის გამომწვევ პროდუქტებს შორის სახელდება პური, ალკოჰოლი, მაკარონი, ჩიფსები, ვაშლი, ქლიავი და სხვა ჩირი, კომბოსტო, გაზიანი სასმელები და საღეჭი რეზინი.
რაც შეეხება პროდუქტებს, რომლებიც შებერილობის დროს შესაძლოა სასარგებლო იყოს, მათ შორისაა კივი, ლიმონი, ანანასი, კიტრი, ჯინჯერი და ვაშლის ძმარი.
