მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქვეყნები 2023 წლის შეჯამებით საფრანგეთი, ესპანეთი და აშშ გახდნენ. ლიდერთა სამეული მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დაასახელა.
საფრანგეთმა ერთი წლის განმავლობაში 100 მილიონ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლა, ესპანეთმა – 85 მილიონს, აშშ-მ კი 66 მილიონი ვიზიტორის მიღება მოასწრო. ლიდერთა ხუთეულს იტალია (57 მილიონი ტურისტი) და თურქეთი (55 მილიონი ტურისტი) ასრულებენ.
საინტერესოა, რომ 2023 წელს ბევრი ტურისტი ჰყავდათ ასევე კანადას, ინდოეთს და სამხრეთ კორეასაც.