LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რთულია ემოციურად ეს ყველაფერი გადაიტანო – როცა მისი მდგომარეობა იციან, პროვოკაციას არ უნდა ეცადონ“ – რას ამბობს მარიტა გუტაშვილის ადვოკატი ონის მერიაში მომხდარზე

205
მარიტა გუტაშვილი და ნესტან ლონდარიძე

მარიტა გუტაშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს. ინფორმაცია „ტვ პირველს“ რამდენიმე წუთის წინ, ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ დაუდასტურა.

ახალგაზრდა ქალს, რომელმაც შოვის ტრაგედიის დროს ოჯახის ცხრა წევრი დაკარგა, ონის მერიის შენობის ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.

მარიტა გუტაშვილმა, რომელმაც შოვის სტიქიის დროს და-ძმა და ოჯახის 7 წევრი დაკარგა, ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დააზიანა

ლონდარიძის თქმით, გუტაშვილს, რომელიც უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია ახლობლების დაკარგვის გამო, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივი პროვოკაციებს უწყობს.

„არ უნდა ეცადონ პროვოკაციას აქეთ, მაშინ, როდესაც იციან მდგომარეობა. მე ვეცნობი შოვის საქმეს, რა მასალასაც ვეცნობი, ფოტოსურათებით ვეცნობი და შოკში ვარ, ძალიან რთულია ემოციურად ეს ყველაფერი გადაიტანო და მარიტამ ეს რეალურად ნახა. ამდენი, ასეთ მდგომარეობაში მიცვალებული ჩაიბარა და მგონი, იქაც უნდა ითვალისწინებდნენ.“ – განაცხადა მარიტა გურაშვილის ინტერესების დამცველმა.

„ცხოვ­რე­ბა და­მემ­ხო თავ­ზე, დაკარგული ვარ.. მამა ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბას იწყებს და ეფე­რე­ბა ცხრავეს“ – რას ჰყვება მარიტა გუტაშვილი, რომელმაც შოვის ტრაგედიისას ოჯახის 9 წევრი დაკარგა

 

magti 5g