რუმინეთში, ქალაქ ნიამცში, მდინარე ბისტრიცაში მიკროავტობუსი ჩავარდა, რის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სააგენტო Mediafax იუწყება.
შემთხვევა ღამით მოხდა. მდინარეში ჩავარდნის შემდეგ, მიკროავტობუსიდან ამოსვლა მხოლოდ ერთმა მგზავრმა შეძლო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.