ევროკავშირმა რუმინული ღვინო, როგორც უნიკალური პროდუქტი, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აიყვანა. სიახლის შესახებ Romania Insider წერს.
დაცულობის სტატუსი PDO (დაცვა წარმოშობის ადგილის მიხედვით) ენიჭება პროდუქტებსა და ღვინოს, რომელსაც სპეციფიკური რეგიონული მახასიათებელი აქვს და იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ ამა თუ იმ სახელწოდების ტარება მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში წარმოებულ საკვებსა თუ სასმელს შეუძლია.
რუმინეთის შემთხვევაში საუბარი ღვინო ჯიდვეიზეა, რომელსაც ალბას რეგიონში მოყვანილი ყურძნით აწარმოებენ. ვენახები მთებზე ისეა შემოფენილი, რომ ვაზის დიდი ნაწილი სამხრეთისკენაა მიმართული.
ამ ღვინის ასორტიმენტს შორის არის Sauvignon Blanc, რომელმაც ჯიდვეის ღვინოს პოპულარობა მოუტანა როგორც რუმინეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ – დაძველების შემდეგ ბუკეტი და გემო ნესვის მსგავსი ხდება. ასევე, Târnave Castle – რაც წარმოადგენს მწიფე ვაშლის გემოს, ყვავილოვანი არომატით. და ბოლოს, Gewürztraminer – სპეციფიკური და გამორჩეული გემო, რომელიც ყველას ვარდის არომატს აგონებს.