LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა“ – ირაკლი კობახიძე

123
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთის დაზიანების რესურსი არ აქვს.

„ჩვენ გვაქვს დათვლილი, რას გამოიწვევდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება. ეს იქნებოდა მინიმუმ, 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. სწორედ ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს. რუსეთს, რა თქმა უნდა, ვერ დააზიანებ სანქციების დაწესებით. საქართველო პატარა ქვეყანაა და ამის რესურსი არ აქვს, თუმცა ასეთი სანქციებით საკუთარი ხალხის დაზიანება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია. ამას ბუნებრივია, ჩვენ არ გავაკეთებთ,“ – განაცხადა კობახიძემ.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჭრილში, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და პირდაპირი ფრენები სჭირდება.

„რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს – მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ კუთხით დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. მაგალითისთვის, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივება, პირდაპირი ფრენები. იმედია, შემდეგი ელჩის პირობებში ეს საკითხები დაიძვრება. მანამდე, სამწუხაროდ, ჩვენ გვიჭირდა არსებითი პროგრესის მიღწევა ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია სამივე მიმართულებით გვქონდეს პროგრესი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი: მორალური პიედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს – ყველამ საკუთარ ქვეყანას გადახედოს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები