“სოლიდარობა უკრაინას” – საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან მივიდნენ. ისინი ომში მყოფ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და პუტინის სისასტიკეს ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსეთში რეპრესიებია და მსგავსი აქციების გამო იქ ადამიანებს ციხეში უშვებენ.
“იძულებული გავხდი, დამეტოვებინა რუსეთი მას შემდეგ, რაც აქტიურად ვიყავი ჩართული უკრაინაში ომის წინააღმდეგ აქციებში, ვიგრძენი, რომ გარემო რუსეთში არ იყო ჩემთვის უსაფრთხო, ვუყურებდი, როგორ იჭერდნენ და ციხეში უშვებდნენ ჩემს წინ მდგომ ადამიანებს. მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, ნუ იქნებით აგრესიული ჩვენს მიმართ. აქ მოვედი, რათა მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ – აცხადებენ აქციის მონაწილეები მედიასთან საუბარში.
