LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში“ – ნიკოლოზ სამხარაძე

148
ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ „რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში“.

ნიკოლოზ სამხარაძეს აინტერესებს, „თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“.

„უკრაინული სცენარი ზუსტი ასლია იმისა, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მას მარტო ვებრძოდით. დიახ, გვქონდა დასავლეთის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ სამი თვის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი ინტერესები – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“ – აღნიშნა სამხარაძემ.

mazda magti 5g