LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ღია გვაქვს, საჰაერომ რა დააშავა?“ – „ხალხის ძალა“

147
ეკა სეფაშვილი

„ჩვენ ზუსტად რომ ხალხის ხმას და ხალხის მისწრაფებებს ვახმოვანებთ და არ მგონია საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესში იყოს სავიზო რეჟიმის დაწესება და მათთვის ცხოვრების გართულება“ – ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

უმრავლესობის წევრი რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და ის ანტიდასავლურ პროპაგანდას ემსახურება, თუმცა უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საფუძველს ვერ ხედავს.

რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისის მიმართულებით, სავარაუდოდ, კვირაში 7-ჯერ იფრენენ

„უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა ხდება იქიდან გამომდინარე, თუ რა რისკები არსებობს ქვეყნის წინაშე. მისი ჩატარება და განხილული საკითხები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას. ახლა სავიზო რეჟიმის გახსნა და ფრენების აღდგენა, რომელიც რა თქმა უნდა განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით, არ მგონია ეს იყოს უსაფრთხოების გამოწვევა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ მიმოსვლა ასე თუ ისე მაინც ხდებოდა. თუ სახმელეთო  საზღვარი ღია გვაქვს რუსეთთან, საჰაერო საზღვარმა რა დააშავა?“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის დღეს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ხელისუფლებას მიმართა და თქვა, რომ ხალხის ძალას კი არა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინონ. სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება პროვოკაციული, „უდროო და მიუღებელია“.

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

„ვიზების მოხსნა არ გვჭირდება, არც ფრენების აღდგენა, სანამ რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორია და ოკუპანტის ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მოვუწოდებ ხელისუფლებას – დროა, თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოაჩინოს. დროა, რომ რაც არაერთხელ მოვითხოვე – შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო, შეიკრიბოს საჯაროდ და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება, რაც საჭირო არის ჩვენთვის, თუნდაც შიდა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს: შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი კომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული“ – მარიამ ქვრივიშვილი

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g