LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

76
რუსული ოკუპაცია

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუსის ცნობით, უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.

„საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.“– ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

mazda magti 5g