დედაქალაქის მერია რუსთაველის გამზირისა და მთწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებელ კომპანიას ეძებს, რომელმაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დაასრულოს.
7.3 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ამ თანხის ფარგლებში, კომპანიამ რუსთაველის გამზირზე მდებარე ქვედა სადგურის რეკონსტრუქცია ევალება, ამავდროულად მთაწმინდის პლატოზე ახალი ზედა სადგური და ახალი ანძებისთვის 5 ერთეული ფუნდამენტი უნდა მოაწყოს.
არსებული ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მანძილის 4 წუთში დაფარვას შეძლებს და საათში 1100 ადამიანის გადაიყვანს.