LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ამასწინათ ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს – ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა“

145
მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოხუმის დაცემის 30 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, „სოხუმი შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი გახდება“.

„არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია , განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი მიწა-წყალი, რომლებსაც დღემდე ესიზმრებათ სოხუმის ქუჩები, თავიანთი სახლები, სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც აქვთ დანაკლისის და დანაკარგის განცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კეთილმოწყობილი ბინები გადავეცით, ყველა ერთხმად გვეუბნებოდა , მირჩევნია სოხუმში ვიყო და საერთოდ არაფერი არ მინდა!

ბოლო წლების განმავლობაში – არც ერთი სიტყვა სოხუმზე და ოკუპაციაზე, პირიქით, მიზანმიმართულად გააჩერეს ანაკლიის პორტი და ლაზიკის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ ხსნიდა ისტორიულ შანსს აღდგენილიყო ყველა დაკარგული ურთიერთობა.

მე ერთხელ მივმართე ჩვენს აფხაზ ძმებს – ჩვენ გვინდა მშვიდობა, ათინჩრა – დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ყოველთვის ბლოკავდა რუსეთი, მაგრამ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობა დგება, ამიტომაც უფრო მეტი გზა უნდა გამოინახოს სოხუმთან სასაუბროდ, რადგანაც დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

ამასწინათ ყური მოვკარი, უკვე ბევრი იყენებს ტერმინს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რაც არის ტყუილი და რუსული პროპაგანდა – დროა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, ამ ყველაფრის ინიციატორი იყო რუსეთი, რადგანაც საუკუნეების განმავლობაში ქართველები, აფხაზები და ოსები, აშენებდნენ ერთიან საქართველოს.

„მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,

რაც ჩემი ნებით არ დამითმია“

აფხაზეთი საქართველოა!

სოხუმი გახდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და უსაფრთხო ქალაქი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

არა მარტო 27 სექტემბერი, ყოველი დღე ტკივილია , განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, რომლებსაც იძულებით დაატოვებინეს მათი…

Posted by Mikheil Saakashvili on ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2023

 

შეგახსენებთ, აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ასეულობით პირი, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე მოქალაქე, დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი ადამიანი.

ამავე თემაზე:

„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა.. თუ რამე მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“ – ლევან ხაბეიშვილი  

„მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას და თანაცხოვრებას.. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“ – კახა კალაძე

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტერიტორიებს ტაშ-ფანდურით დავიბრუნებთ შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“ – ზურაბ ბატიაშვილი

„მინდოდა მეთხოვა, რომ ჩემს სიცოცხლეში გადმოასვენონ.. ობოლმა ბავშვებმა გაიგონ მათი მამა სადაა, მაგრამ წავიდა, არ მოგვისმინა“ – აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები