ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხერსონის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლას ეხმიანება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა:
„ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის.
რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა. ძალიან ვამაყობ ჩვენებით!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს შესთავაზა, ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანა დაეწყოთ, რასაც სერგეი შოიგუ დასთანხმდა.