LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მისი პარტიის განცხადებას აზიარებს: რა წერია წერილში?

85

საქართველოს ექსპერზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე მისი პარტიის „სამოქალაქო მოძრაობა ტალღას“ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო და დიდი შეცდომაც დაუშვა.

„შიში ახალი პოლიტიკური ძალების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციის წინაშე ამხელს პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების კლეპტოკრატიულ მოდელს, და აიძულებს მას, დაუშვას უხეში შეცდომები. 

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით. მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.  

ეს გაკეთდა იმაზე გათვლით, რომ ექსტრადირების შესაძლებლობის საფრთხის არსებობის გამო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ითხოვს, სააკაშვილი აღარ დაბრუნდება უკრაინაში

ფაქტობრივად, სააკაშვილს აიძულებენ მიიღოს თავშესაფარი ამერიკაში და დაივიწყოს უკრაინული პოლიტიკა.

არ ეძებოთ პოროშენკოს ბრძანებულება სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის საიტზე – ის არ გამოქვეყნდება, რადგან პირზე პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს.

ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთეს ზაფხულში, ვიდრე სამოქალაქო აქტივობა დაბალია. იანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პოპულალურები