LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია… ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი – კლინიკების ასოციაცია

251
მიშა

გუშინ, 20 აპრილს, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ  გახდა. აუცილებელი გახდა მესამე პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანა .

მომხდარის შემდეგ ბრიფინგი გამართა პრეზიდენტის დედამ, სადაც მან განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

დღეს კი კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია. ვილი პაჭკორია ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე აკეთებს.

მედიკოსების განცხადებაში წერია, რომ გამოხატული მდგომარეობა ეჭვს აჩენს, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მწვავე ინტოქსიკაცია მიმდინარეობს.

ექიმების თქმით, დასადგენია რამ გამოიწვია მოწამვლა, არაა გამორიცხული ის საკვებს, ან მედიკამენტებს გამოეწვია:

“მარტივად შეიძლება ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი მოწამლულია გარკვეული ტოქსინებით, ვისი, ან რისი მიზეზით არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დღეს საქართველოში მივიღეთ მეორე ნავალნი. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეზე”,- ამბობს ვილი პაჭკორია, კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი „მთავარ არხთან“.

მედიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი კვირის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში, პაჭკორიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმები იძულებული გახდებიან, პროტესტს მიმართონ.

ჩვენ ვნახეთ ბევრი სპეკულაცია, რომ არის ცუდად, რომ გარდაიცვლება თუ არ მიხედავენ, მაგრამ მას აქვს ყველა ის მკურნალობა, რაც სჭირდება – წულუკიანი

ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში, რომ არ მოკვდეს მესამე პრეზიდენტი ციხეში, ქვეყნის სირცხვილია და თქვენიც ცხადია – ჩარკვიანი ხაბეიშვილს მიმართავს