LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

142
mishasara-cr-721x405

ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ძალიან ცუდად აქვს საქმე.

„ახლა გამოდიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – აი, „ნაციონალები“ ბევრი ჩამოვიდნენ, აი, „ნაციონალებს“ უნდათ არეულობა. ნუ დაკომპლექსდებით, ეს არარაოებები, ივანიშვილის შნირები ცდილობენ,დაგაკომპლექსონ, რომ არ გადახვიდეთ შეტევაზე, გული გისკდებოდეთ, რომ ვაიმე, ვაიმე, პროვოკაციაზე არ წამოგვეგონ. ვის რაზე უნდა წამოეგონ, ეგენი არიან დამთავრებულები. ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე, ჩვენ ყოველ ჯერზე გვართმევენ არჩევნებს, ყოველ ჯერზე აყალბებენ, ყოველ ჯერზე ივანიშვილი მიმართავს ვირეშმაკობას, სიგარეტის კოლოფებში არიგებენ ახლა ფულს. იქ გადმოწერილი ჰყავთ სიებში ხალხი და მაინც მასობრივად მოდის ხალხი ყველგან. მაინც ცუდად აქვთ „ქოცებს“ საქმე.

გახსოვთ, როგორ გვაკომპლექსებდნენ ნოემბრის არჩევნებზე – ქუჩაში არ გამოხვიდეთ და სააკაშვილი არ ჩამოვიყვანოთ, ჩვენ ვეუბნებით არა, არა ქუჩაში არ გამოვალთ; ხო, რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეიძლება, არ ჩამოვიყვანოთ. ყველაფერი პირიქით უნდა გავაკეთოთ იმისა, რასაც ივანიშვილი გვაბოლებს და მოგვიწოდებს ტელევიზიით, თავის კონტროლირებადი მასმედიით. მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევე შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულისტები არიან, ჩვეულებრივი ფულის ხამები და მაგათ არც სამშობლო აქვთ არც მორალი აქვთ, არც არაფერი, ერთადერთი, ჩვენ არ უნდა მივიკედლოთ ესენი მერე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერზეც ისაუბრა.

„ვინ არიან ეგენი. ნურავის ნუ შეგეშინდებათ, იქ ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს, ამას აპირებენ, ისე აპირებენ, დიახ ვაპირებთ, ვაპირებთ ივანიშვილისთვის ბოლომდე შევასრულოთ, მე გეუბნებით ყოველგვარი ჩანაწერის გარეშე, რომ ვაპირებ, ბოლომდე შეგისრულოთ, ვაპირებთ ამას, საერთოდ არ ვმალავთ და არაფერი კომპლექსი ამაზე არ გვჭირდება. ჩვენ უნდა მივაწვეთ  ბოლომდე, გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე, ისეთ პასუხს მიიღებენ, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ. ყველას ვურჩევ, ნუ ჩაყვებით ივანიშვილს საფლავში, ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს, ნუ ჩაერთვებით პროვოკაციებში, „ოცნების“ წევრებს ვეძახი, ნუ წახვალთ ძალადობაზე, ნუ მოიპარავთ არჩევნებს, რადგან არჩევნების მოპარვა არის ყველაზე ცუდი ფორმა ქურდობის, რაც არსებობს მსოფლიოში. მეგობრებო, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ ყველამ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები