LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“

167
BeFunky-collage (9)

„მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას -„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ“, – ამის შესახებ განცხადება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

ამასთან, სააკაშვილი ეხმაურება პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის Facebook-ის პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“.

ლევან ხაბეიშვილი – არ მოგენატრათ გამარჯვების გემო? არ მოგენატრათ გამარჯვების ყიჟინა?.. ღმერთმა დალოცოს საქართველო, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!

„მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას.

დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.

რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს.

„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ. ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“, – წერს სააკაშვილი.

„სააკაშვილი ნომერ პირველი ცრუპენტელაა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ ჰყავს.. კაცობაზე ზედმეტია ლაპარაკი“ – ღუდუშაური ენმ-ს ღონისძიებას „მასკარადს“ უწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g