მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, წუხელ ღამით, ყოფილი პრეზიდენტის ანალიზებში „ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა.“
მისი თქმით, საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა.
„ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა თავის დასკვნაში თქვა, რომ ახლა მესამე პრეზიდენტი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დრო მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება და შესაბამისად, დღის წესრიგში, დაუყოვნებლივი სამედიცინო სერვისის გაწევა დადგება,“ – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის #12 დაწესებულებაში, მისი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.
ამავე თემაზე:
ზურაბ ფაღავა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს ტოვებს
