LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა გაიარა ისეთი უმძიმესი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში: ნიკა გვარამია

170
1385352807

“სააკაშვილმა გაიარა ისეთი უმძიმესი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა, სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო მისთვის საჭირო.

სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა, თუ როგორ იბრძოლა, თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემს თვალში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო. პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ პირადი რაღაც, საკუთარი თავი გაესუფთავებინა, ვიღაცას ჰგონია, რომ სჭირდებოდა, ვიღაცას ჰგონია, რომ არ სჭირდებოდა, ამას თავი დავანებოთ, აქ ჩამოვიდა, რადგან ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს ამოცანა შესრულებადია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები