LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო ადმინისტრაციებში მაღალი კვალიფიკაციის პირები უნდა იყვნენ დასაქმებულნი – პარტიებს მეტი წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეთ: ოხანაშვილი

38
ანრი ოხანაშვილი

“ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში მაღალი კვალიფიკაციის, მეტი პროფესიონალიზმის და მეტი გამოცდილების მქონე პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილები,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ ქართულ ოცნებას” საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე რაციონალური და სამართლიანი წინადადებები აქვს, რომ პარტიებს კიდევ უფრო მეტი წარმომადგენლობა ჰყავდეთ, ვიდრე აქამდე ჰყავდათ. ასევე პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი.

“მოლოდინი გვაქვს, რომ დღევანდელი დისკუსია ნაყოფიერი იქნება. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრინციპია: დაკომპლექტება უნდა იყოს სამართლიანი და რაციონალური. პარტიებს უნდა ჰქონდეთ დაკომპლექტების პროცესში მეტი წარმომადგენლობის შესაძლებლობა.

ყველა ვთანხმდებით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში მაღალი კვალიფიკაციის, მეტი პროფესიონალიზმის და მეტი გამოცდილების მქონე პირები უნდა იყვნენ წარმოდგენილები და მათი დამოუკიდებლობა რაც შეიძლება მეტად უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე მეორე დღეა მმართველი გუნდის, საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები კახეთში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მსჯელობენ.

საარჩევნო რეფორმა – რას გვეუბნება მიშელის დოკუმენტი და რაზე მსჯელობენ პოლიტიკოსები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g