LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოში მოხვედრილი სიძე პატარძალმა ქორწილში მანეკენით ჩაანაცვლა

447
PRC-211941122

ამერიკელ პატარძალს საკუთარ ქორწილში მანეკენთან მოუწია ცეკვა, რადგან მისი მეუღლე მოიწამლა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მოხდა და უჩვეულო წყვილის პირველი ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში, Tiktok-ში გავრცელდა.

კრისტინა და ჰენომ კარმირი 2020 წლის ივლისში, გაგანია პანდემიის დროს შეუღლდნენ. წყვილმა ქორწილის გადახდა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. საბოლოოდ მათ ყველაფერი დაგეგმეს და ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ მორიგ პრობლემას გადააწყდებოდნენ.

ღონისძიებამდე 2 საათით ადრე სიძე საავადმყოფოში მოხვდა და იქ დარჩენა მოუწია. მიუხედავად ამისა, სიძე-პატარძალმა გადაწყვიტა რომ ქორწილი არ გაეუქმებინა და ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაეტარებინა. კრისმა მეუღლე მანეკენით ჩაანაცვლა, მანეკენს კოსტიუმიც მოარგო და სახის ადგილას iPad-იც დაუმაგრა, რომელზეც ჰენომის ფოტო იყო დაყენებული.

კრისმა მანეკენთან ერთად იცეკვა, საქორწილო ტორტიც დაჭრა და მოკლედ არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

როდესაც სიძე გამომჯობინდა, ვიდეოს კომენტარი დაუწერა: „ ეს სიძეა! დიდი მადლობა ყველას ! ეს ჩვენი მესამე მცდელობა იყო, ჩაგვეტარებინა ქორწილი. თუკი გავითვალისწინებთ წარსულის გამოცდილებას, საავადმყოფოს წესებს და ცერემონიაზე დაბრუნების იმედს, მე მსურდა, რომ ჩემს მეუღლეს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად მოელხინა. ჩვენ 8 წელია უკვე ერთად ვართ და წინ კიდევ ბევრი ბედნიერი წელი გველის!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები