ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
ამის შესახებ „ფორტუნას“ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადეს.
როგორც კლინიკაში გვითხრეს, მოზარდი ამჟამად რეანიმაციულ ბლოკში მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია და საბედნიეროდ, დინამიკაში არ გაუარესებულა.
ამასთან, კლინიკის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამდენიმე წუთში დეტალურად ჰოსპიტლის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ციბაძე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვაკის პარკში, უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ამავე თემაზე:
ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა
“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე