„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „საბედნიეროდ, მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია“.
მელია არის კრიმინალი, მადლობა გომელაურს, ვამაყობ პოლიციით: პრემიერი
მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე შეთანხება არაა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ერთმანეთისა და სახელმწიფოს უპატივცემლობას იწვევს. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც, დიალოგს და ნორმალურ ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს. ერთადერთი, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, ყველაზე დიდი პრობლემაა ეს არის რადიკალიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად, გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. არასწორია, თითქოს, ჩვენ ამ გზას გადავუხვიეთ. მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება, სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს – ადვოკატი
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, „ნაციონალური ოფისში“ 21 პირი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ერთ- ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს
.
