LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის სკოლებში ახალი საგანი დაინერგება – ეთიკა

124
anastasia-shuraeva

საბერძნეთის სკოლებში მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სავალდებულო საგანი შევა – ეთიკა. გაკვეთილებზე ყველა ასაკის მოსწავლე, დაწყებითი კლასებიდან დამამთავრებლების ჩათვლით, იმ თემებზე იმსჯელებს, რომლებიც ტრადიციული საგნების ფარგლებს ხშირად სცდება: რას ნიშნავს პასუხისმგებლობა, რატომ არის მნიშვნელოვანი ემპათია და სოლიდარობა და როგორ უნდა გავიგოთ სამართლიანობა რეალურ ცხოვრებაში. სიახლის შესახებ Greek Reporter წერს. 

ახალი საგნის დანერგვა სასწავლო დატვირთვას არ გაზრდის – ეთიკა ჩაანაცვლებს რელიგიის სწავლების კურსს. განათლების სამინისტროს განცხადებით, ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია საბაზისო ღირებულებების გაცნობა და კრიტიკული აზროვნების განვითარება, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არგუმენტირებულ დისკუსიასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას.

საგულისხმოა, რომ ეთიკის ცნება სწორედ ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა. სოკრატე, პლატონი და არისტოტელე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ განიხილავდნენ კითხვებს – რას ნიშნავს იყო „კარგი ადამიანი“, როგორ განვასხვაოთ სიკეთე ბოროტებისგან და როგორ ვიცხოვროთ აზრიანი ცხოვრებით. დღეს ეს თემები ისევ აქტუალურია, თუმცა პასუხების ძიება უკვე სკოლის მერხიდან იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები