LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში პატარა ქალაქების განაშენიანებას შეზღუდავენ, რათა ბუნება და ადგილობრივები დაიცვან

113
4-1170x600

საბერძნეთში მცირე ქალაქების განაშენიანებასთან დაკავშირებით წესები მაქსიმალურად გაამკაცრეს. მთავარი მიზანი – ბუნებრივი ლანდშაფტების შენარჩუნება და ასევე მასობრივი ტურიზმის აღკვეთაა. სიახლის შესახებ Greek City Times წერს.

ამიერიდან სოფლების და სხვა მცირე დასახლებების საზღვრების გაზრდა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იქნება ნებადართული – მაგალითად, მოსახლეობის რაოდენობის ბუნებრივი ზრდის შემთხვევაში. ტურისტული ბუმი ახალი ტერიტორიების გაშენებისთვის საკმარის მიზეზად ვერ ჩაითვლება. მთავრობას სასტუმროებისა და ვილების ქაოსური მშენებლობის შეჩერება სურს, რაც ბოლო წლებში ნამდვილ კატასტროფად იქცა.

ხელისუფლება იმასაც აღნიშნავს, რომ საუბარი მშენებლობის სრულ აკრძალვაზე ნამდვილად არ არის, თუმცა ყველა პროექტი მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს.

გადაწყვეტილებამ ინვესტორთა და მშენებელთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი ტურისტული ზონების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავდნენ. თუმცა, ეკოლოგები და ადგილობრივები ახალ წესს მხარს უჭერენ და იმედი აქვთ, რომ სიახლე საბერძნეთს უნიკალური ბუნების შენარჩუნებაში დაეხმარება.ვ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები