ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნატო ჩხეიძე შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალ დოკუმენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ნატო ჩხეიძის თქმით, დღეს გაცილებიც უარესი პოლიტიკური ვითარებაა, ვიდრე 6 თვის წინ იყო.
“სერიიდან: შეთანხმება
ისევ იქ ვართ, სადაც ამ 6 თვის წინ ვიყავით და უფრო უარესშიც:
ნიკა მელია არ იყო დატუსაღებული. 20 ივნისის ამნისტიაზე ბაიბურიც არ ისმოდა. ისე, 20 ივნისის ამნისტია ალბათ მისთვის იქნება შეჯერებული და მისაღები, ვინც თავად არ მონაწილეობდა იმ ღამის პროტესტში.
დანარჩენი რა, – ოცნების მმართველობისას ვერც სასამართლოს რეფორმა განხირციელდება და ვერც საარჩევნო. ჰო, წინსვლაა – 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა!!! მაგრამ რა ბედენაა ეს თავმჯდომარეობა, როცა ვერაფერს ცვლი?..
დიდი კაბინეტი და საშუალო მანქანა გექნება, თანაშემწე ისედაც ყველა დეპუტატს ჰყავს:)
სულ ტყუილად ჰგონია, ვისაც ჰგონია, რომ ოპოზიციას რაიმე ბერკეტი ექნება თუმდაც ამ თავმჯდომარეობით. თავის მოტყუება მგონია.
ნიკა მელია გირაოს არ ყაბულდება. არც 20 ივნისის ამნისტიას. ჰოდა, ნიკაზე მეტად ნუ ვიდარდებთ მის განთავისუფლებაზე. პაპზე მეტი კათოლიკეო, ხომ გაგვიგია…
ერთი სიტყვით, ამ საჭურის შეთანხმებას ვინ მოიწონებს, და ფიანდაზად გაიფენს პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე, უცებ ვიხილავთ, ბევრი ცდა არც დაგვჭირდება. ისევ იქ ვართ, ჯერ ისევ იქ ვართ…”, – წერს ნატო ჩხეიძე.
ამავე თემაზე:
მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს – უგულავა
„ლელო“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს