LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საძაგელ ყინვასა და ქარბუქში, კაკუნი გაისმა…კართან სულ მთლად გაყინული დეგი დუდაევი იდგა…გასაჭირში ჩავარდნილი ძმა უნდა ჩაეკრა გულში” – რას წერს ანა ჯაბაური

959
BeFunky-collage - 2023-01-19T001917.307

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჯოხარ დუდაევის შვილთან, დეგი დუდაევთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

“რა მინდოდა კიდევ მეთქვა.

ძლიერი ქარბუქი, ყინვა და თოვლი იყო რამდენიმე დღის წინ წეროვანში. განსაკუთრებით იქ, სადაც ჩვენი დროებითი საცხოვრებელია – დაბლობიდან რამდენიმე კილომეტრიან, თითქმის უკაცრიელ გზას უნდა ამოუყვე მთაში.

არც დედაქალაქში თბილოდა, მაგრამ მთაში ამოსასვლელი გზა მთლიანად ჩაიკეტა დიდთოვლობის გამო.
სწორედ იმ საღამოს, საძაგელ ყინვასა და ქარბუქში, შინ რომ ფანჯრებს წუილი გაუდის და გარეთ თვალებს არ გახელინებს ისეთში, კაკუნი გაისმა…

კართან სულ მთლად სველი, გაყინული, დიდრუგზაგმოკიდებული დეგი დუდაევი იდგა. ვიცოდი, ჩვენს უნახავად არ წავიდოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი, იმ დღეს, ვერცერთი მანქანა ვერ ამოაღწევდა ჩვენამდე.

დეგიმ ამოაღწია. სულ დაბლა, გზაზე დატოვა მანქანა და რამდენიმე კილომეტრი ყინვიანი, თოვლიანი და ქარბუქიანი გზა ფეხით ამოიარა.

გასაჭირში ჩავარდნილი ძმა უნდა ჩაეკრა გულში.

სწორედ ასე გამაცნო გიორგიმ – იცოდე, დეგი ჩვენი და შენი კიდევ ერთი ძმააო.
ძლივს გავათბეთ, ბევრი ცხელი ჩაი ვასვით…

მერე, დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული უთქმელად და უსიტყვოდ თავისი ძმა. მერე, ბევრი რამ მოუყვა, გული გაუთბო მასაც და ჩვენც.

ხდება ზოგჯერ ადამიანთა შორის ენით გამოუთქმელი რამ, სრულად გასაზომ-გადმოსაცემ სიტყვებს რომ ვერსად უპოვი, ისეთი… ამ ძმებს შორის რომაა დღეს და მათ მამებს შორის რომ იყო 30 წლის წინ…”, – წერს ანა ჯაბაური.

ფოტო: „ორი გმირის, ორი რაინდის, სამშობლოს სიყვარულს შეწირული ორი ძმადნაფიცის შთამომავლობა დღეს“ – ანა ჯაბაური ზვიად გამსახურდიას შვილიშვილის და ჯოხარ დუდაევის შვილის ფოტოს გვიზიარებს

„ცოტნეზე 11 წლით უფროსი ვარ, რაც მისი ინციდენტის შემდეგ გავიგე, ეს იყო გალანტური ნაბიჯი მისგან“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიასთან პირველ პაემანს იხსენებს

„წლების წინ, თანაბარ პირობებში ცოტნესთან მომხდარი დაპირისპირებისას, ცოტნეს დიდი უპირატესობის გამო, გულში ბოღმა და შურისძიება ჩაიდო“: რას წერს ანა ჯაბაური დამნაშავეებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g