“საერთოდ რისთვის შემოდიან ეს ადამიანები პარლამენტში? ჩვენთვის არსებითად მნიშვნელობა არ ჰქონდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მათ თავიანთი სახე უკვე აჩვენეს საზოგადოებას”,-ასე აფასებს “ენმ”-ს გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე.
როგორც მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” განაცხადა, “ენმ”-ს წევრების მიზანია დესტაბილიზაცია და არეულობა პარლამენტში გადმოიტანონ.
“მათ სურთ დესტაბილიზაცია, არეულობა, რომ ეს პროცესები რომ გადმოიტანონ პარლამენტში. ეს მათ არ გამოუვათ, მაგრამ რეალურად მათ სხვა ფუნქცია არ აკისრიათ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და ალბათ საზოგადოებისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები საბოლოოდ შემოვიდოდნენ პარლამენტში თუ არა”,-განაცხადა გივი მიქანაძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის ასევე ვერ ჩაერთვება პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მიქანაძე ლოგიკურს უწოდებს.
“თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ უერთდება დოკუმენტს და არ იღებს პასუხისმგებლობას ევროპული ღირებულებების მიმართულებით რატომ უნდა მიიღოს მან მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში?, რეგლამენტში სამუშაო ჯგუფებზე არაფერი არ არის ნახსენები”,-განაცხადა მიქანაძემ.
