LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი აპირებს, რომ დიდი სარეკლამო ბანერებისგან გათავისუფლდეს

126
Grenoble JCDecaux

ფრანგული ქალაქი რენე გეგმავს, რომ სრულად გათავისუფლდეს სარეკლამო ბანერებისგან, რომელთა ფართობიც 8 კვადრატულ მეტრზე მეტია. მერიის აზრით, „ვიზუალური ნისლი“(ასე უწოდებენ სპეციალისტები ზედმეტ რეკლამას) ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. სიახლის შესახებ market place წერს.

მთლიანობაში ქალაქის ქუჩებიდან 300-ზე მეტი ბანერის აღება იგეგმება. მათ შედარებით მცირე ფორმატის რეკლამით ჩაანაცვლებენ. მერიაში ამბობენ, რომ მათი სურვილი რეკლამაზე უარის თქმა ნამდვილად არ არის, რამეთუ რეკლამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია.

გარდა ამისა, რენეს ცენტრიდან 30-მდე ციფრული ეკრანის დემონტაჟიც იგეგმება. მათ ქაღალდის პლაკატებით ჩაანაცვლებენ, ისეთებით რომელთა ზომაც 2 კვადრატულ მეტრზე მეტი არ იქნება.

ფრანგული ქალაქები აქტიურად მუშაობენ, რათა თავისი ქუჩები ზედმეტი რეკლამისგან გაწმინდონ. დიდი ბანერები უკვე აიკრძალა ლილეში, გრენობლში და ნანტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები