LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთმა ,,მონა ლიზა” 50 მილიარდ ევროდ გაყიდოს და ქვეყანას კრიზისის გადალახვაში დაეხმაროს – ფრანგი ბიზნესმენის ინიციატივა

630
monalisa-newsss

ტექნოლოგიური კომპანია Fabernovel-ის დამაარსებლისა და გენერალური დირექტორის, სტეფან დისტინგინის აზრით, საფრანგეთს კორონავირუსის პანდემიით მიღებული ფინანსური ზარალის შესამცირებლად “საოჯახო ძვირფასეულობის” გაყიდვა შეუძლია. დისტინგინის აზრით, ქვეყანას შეუძლია გაასხვისოს ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა”, რომელიც ლუვრის მუზეუმშია დაცული. მისი აზრით, საფრანგეთს ნამუშევრის 50 მილიარდ ევროდ გაყიდვა შეუძლია.

აღნიშნული მოსაზრება დისტინგინმა ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში გააჟღერა.

,,ჩვენი ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დაზარალდა. როგორც მეწარმეს და გადასახადების გადამხდელს კარგად მესმის, რომ ეს მილიარდები ციდან არ ცვივა, შეუძლებელია მათი გამოგონება და მათი დაკარგვა ძვირად დაგვიჯდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა ვენდოთ ჩვენს რეფლექსებს და არსებული აქტივების რეალიზაციით მოვახერხოთ მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენ უნდა გავასხვისოთ ის, რაც ძალიან ძვირფასია და რის ჩვენს საკუთრებაში დარჩენასაც კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი მომავლისათვის.

რატომ არ შეიძლება ეს ნახატები იყოს? ისინი ძვირადღირებულია, თანაც ჩვენ უამრავი ნახატი გვაქვს. შეგვიძლია ,,მონა ლიზა” გავასხვისოთ 50 მილიარდ ევროდ,  ან მისი ღირებულება კრიპტოვალუტაში გადავიყვანოთ. ყველამ მითხრა, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა არგუმენტებით ვერავინ დაასაბუთა, თუ რატომ არის შეუძლებელი “- აცხადებს დისტინგინი.

,,მონა ლიზა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნახატია. მის სანახავად ,,ლუვრს” ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ტურისტები არ ერიდებიან რამოდენიმე საათით რიგში დგომას, ოღონდ ლეონარდო და ვინჩის ქმნილება დაათვალიერონ. 2019 წლიდან ,,ლუვრმა” სპეციალური ვირტუალური პროგრამა აამოქმედა, რომლის მეშვეობითაც ნახატის დეტალურად დათვალიერება რიგში დგომის გარეშეა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g