ბაყაყებს, გომბეშოებსა და ხვლიკებს ფრანგები ადგილობრივ წყალსაცავებში უსაფრთხოდ მიგრირებაში დაეხმარებიან. ქალაქ სენ-პრიში მცხოვრები მოხალისეები მათ გადატვირთულ მაგისტრალზე მშვიდად გადაიყვანენ.
თებერვლის დასაწყისი – ეს არის პერიოდი, როცა ახალგაზრდა ამფიბიები ტყეებიდან გამოდიან და გამრავლებისთვის წყალსაცავებისკენ მიეშურებიან. თუმცა, სენ-პრის გარეუბანში წყლისკენ მიმავალი გზა გადატვირთულ მაგისტრალზე გადის, სწორედ ამიტომ დიდი შანსია რომ მოგზაურები საბურავის ქვეშ აღმოჩნდნენ.
გარემოს დაცვის ადგილობრივმა ორგანიზაციამ, მოხალისეებთან და ადგილობრივებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ბაყაყებსა და ხვლიკებს დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დაეხმაროს. ამისათვის გზებზე სპეციალურ კონსტრუქციებს მოაწყობენ და ამფიბიებს გზაზე გადასვლაში ყოველდღიურად დაეხმარებიან.
მოხალისეები იმორიგებენ მანამ, სანამ მიგრაციის პერიოდი არ დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტალინში მთელი მაგისტრალი გადაკეტეს, რათა ბაყაყების სეზონური მიგრაციისთვის ხელი არ შეეშალათ.