გასულ თვეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრიშტიანო რონალდო და მისი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი გაშორების ზღვარზე არიან. ჯორჯიანამ რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში განაცხადა, რომ ახლა მას პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი აქვს. მას შემდეგ მედია აქტიურად წერს წყვილი შესახებ.
ყველაფერი კარგადაა! – ჯორჯიანა როდრიგესი ოჯახური ფოტოების სერიას ავრცელებს
„კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“ – არაბეთში გადასახლებული წყვილი სკანდალში გაეხვია
ახლახან კი გაირკვა, რომ წყვილმა საქორწინო ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, ისინი გაშორების შემთხვევაში ერთმანეთისგან ყოველთვიურად 86 000 ფუნტ სტერლინგს მიიღებენ.
„საფრთხე იგრძნეს?“, „ჭორები მართლდება“, „მშვენიერი შეთანხმებაა“, – წერენ კომენტარებში.
წყვილი ერთად 2016 წლიდან ცხოვრობს. მათ ორი საერთო ბიოლოგიური შვილი ჰყავთ. ასევე 29 წლის ჯორჯიანა კრიშტიანოს შვილებს ზრდის, რომლებიც რონალდოს სუროგატი დედის მეშვეობით გაუჩნდა. 29 წლის მოდელი და 38 წლის ფეხბურთელი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება.