სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, მარიამ ჯაში მოსწავლეებს და აბიტურიენტებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ საგანგაშო არაფერია.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კანონს მხარდაჭერა აქვს და მისი ჩაგდება ტექნიკური პრობლემა იყო.
“მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა ჯაშმა.
მისივე განმარტებით კანონპროეტს ან დღეს, ან 16 აპრილს განმეორებით გაიტანენ კენჭისყრაზე. მარიამ ჯაში დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის.
"ხმაურის გამო ხმა არ ისმოდა" - პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივა ჩააგდო