„ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს,”-ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება, შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას არ ზღუდავს.
„ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ის ინფორმაციით, ქვეყანაში სულ ახალი კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ერთი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.
გაიგეთ მეტი საგანგებო მდგომარეობაზე:
10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია
საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათის შემოღებას არ ითვალისწინებს
გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის – მამუკა მდინარაძე
ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას – პრემიერი
