LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალისო ვიდეო: „დასაწვენი ქალია ეგ, არ არის დალაგებული, უბრალოდ არ იციან ოჯახში“ – როგორ ახასიათებს ანრი ჯოხაძე მაკა ზამბახიძეს

2321
მაკა ზამბახიძე (1)

მომღერალი მაკა ზამბახიძე მუსიკალური პროექტის – „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის მონაწილე გახლდათ. მაკა პროექტს მეორე ტურში გამოეთიშა.

ცოტა ხნის წინ, გადაცემის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელიც გასული ეპიზოდის საინტერესო შეფასებებსა და აქამდე უცნობ დეტალებს აერთიანებს.

ვიდეოში ჟიურის წევრები მაკას ვოკალს და სამსახიობო ოსტატობას აფასებენ.

ვიდეორგოლიდან სახალისო მონაკვეთებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მაკას მეუღლე მიხეილ ჩოხელი სათაურით – „მიშველეთ“.

ვიდეოში ჟიურის ერთ-ერთი წევრი ანრი ჯოხაძე მაკა ზამბახიძეს ასე ახასიათებს:

„ადრე წავიდა, ცოტა ადრე წავიდა პროექტიდან. მიმაჩნია, რომ შეძლო კიდევ ბევრი სიგიჟეების ჩატარება, იმიტომ, რომ ეგეც აფრენს, დასაწვენი ქალია ეგ, არ არის დალაგებული, უბრალოდ არ იციან ოჯახში“, – ამბობს ანრი.

პროექტს გამოთიშული მაკა ზამბახიძე კი აღნიშნავს:

„როგორ არ გამიტანა ანრიმ, აი, როგორ არ გამიტანე, არ გრცხვენია? არ დაგაინტერესა, ეს ძლიერი ვოკალისტი ვინ არისო? გნახავ მე შენ“…

ვიდეო: პროექტში „ვინ ვინ არის“ მგელი ფილოლოგი გია მურღულია აღმოჩნდა: „წარმოუდგენელია! არ არსებობს!.. როგორ დაგითანხმეს?“ 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები