LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველი და სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსნახულებლად მივიდა

115
262231665-0-533-1297-1262-1920x0-80-0-0-d4cf3314295556bbcfab1aaed0c62709

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 8 ექიმთან ერთად შევიდა.

“ბოლო ვიზიტი ჩვენ 23 ნოემბერს განვახორციელეთ, მას შემდეგ გარკვეული დრო გავიდა, ამიტომ სამედიცინო შემოწმება მოხდება, გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ, ტრადიციულად ალბათ, იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენთან ერთად, ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით”- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები