LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ სხდომაზე უნდა მისცენ

111
პარლამენტი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა პირველი მოსმენით ხმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უნდა მისცენ.

ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი უწყების შექმნას ითვალისწინებს, სამმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. განხილვა ყველაზე ბოლოს იურიდიულ საქმეთა კომიტეტში დასრულდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ინსტიტუტის გაჯანსაღებაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ არცერთ ევროპულ ქვეყანაში საზედამხედველო და საგამოძიებო ფუნქცია ერთ უწყებას არ აქვს.

mazda magti 5g