LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სახლიდან გააგდო და მიატოვა ავადმყოფობის გამო“ – ემმა ჰემინგი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს

7380
page

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ  ბრიუს უილისი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზის გამო, სამსახიობო კარიერა დაასრულა, იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ემმა ჰემინგმაABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ბრიუსს სწორედ ეს მოუნდებოდა ჩვენი ქალიშვილებისთვის. ბრიუსი ფიზიკურად ჯანმრთელია, მას უბრალოდ, გონება აღარ ემორჩილება, მისი მეტყველება უარესდება, თუმცა ჩვენ ვისწავლეთ ადაპტირება. მასთან უკვე სხვაგვარად ვურთიერთობდით. როცა ვესტუმრებით ხოლმე, გარეთ გავალთ ან ფილმებსაც ვუყურებთ, – აღნიშნა 47 წლის ჰემინგმა.

„უმძიმესი გადაწყვეტილება“ – 70 წლის ბრიუს უილისი დემენციის გამო, ოჯახისგან მოშორებით გადაიყვანეს საცხოვრებლად

აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ემმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვია.

„სახლიდან გააგდო და მიატოვა ავადმყოფობის გამო“, „რთულ მომენტში ზურგი აქცია“, „ეს არ არის სიყვარული“, „ეს დიდი შეცდომაა“, „დემი მური ასე არე მოიქცეოდა“, – არ წყდება კომენტარები.

სულ ცოტა ხნის წინ მან პირველი კომენტარი გააკეთა და „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„როცა საზოგადოებას პირად ამბავს ვუზიარებ, ვიცი, რომ ადამიანები ორ ბანაკად გაიყოფიან. ეს იქნება დაპირისპირება მოსაზრებასა და გამოცდილებას შორის. ყველას აქვს საკუთარი აზრი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ აზრების უმრავლესობას გამოცდილება არ უმაგრებს ზურგს. ზოგს შეიძლება დემენციასთან შეხება ჰქონია, მაგრამ ასეთ ადამიანთან მაინც არ უცხოვრია და არ იცის, როგორია მისი მდგომარეობა ყოველდღიურად“, – ავცხადებს ემმა.

ამ სიტყვებს საჯაროდ მხარი დაუჭირა ბრიუს უილისის ქალიშვილმა, თალულამ.

„ძალიან მიყვარხარ. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი და ჩვენი ოჯახის გამო აკეთებ“, – დაწერა მან კომენტარში.

ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

დემი მური ბრიუს უილისს ახალისებს – უახლესი ფოტოები მსახიობის 70 წლის იუბილედან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები