LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკვები, რომელიც ძილის წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეჭამოთ – დიეტოლოგის რჩევა

399
Capture

ჯანსაღ ძილზე პასუხისმგებელი არამხოლოდ ძილის წინა რიტუალები, არამედ ის საკვებიცაა, რომელსაც გვიან მიირთმევთ. სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, შეედგინათ მენიუ, რომელიც ძილში ხელს არ შეგიშლით და უფრო მეტიც, დაგეხმარებათ კიდეც.
ზოგადად კოფეინის, ალკოჰოლის და სანელებლიანი საკვების გამორიცხვა ძილის წინა საათებში რეკომენდებული რომ არ არის, ალბათ უმრავლესობამ იცის. თუმცა, აღმოჩნდა რომ სადილის შემდეგ მირთმეული სასუსნავი შესაძლოა იმაზე ბევრად მავნე იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდით.

ჩაი და ნამცხვარი

ძილის წინ ფინჯანი ჩაი ბევრი ადამიანის რიტუალია, თუმცა აღმოჩნდა რომ კოფეინი რომელსაც ჩაი შეიცავს და ტკბილეული შესაძლოა ტვინისთვის გამოსაფხიზლებელ სიგნალად იქცეს.

ფორთოხალი და გრეიფრუტი

მაღალი მჟავიანობის ხილს გულის აჩქარება და შესაბამისად უძილობის გამოწვევა შეუძლია. თუკი ძილის წინ ხილი ძალიან მოგინდებათ და თავს ვერ იკავებთ, უმჯობესია არჩევანი ბანანზე შეაჩეროთ.

ხილის წვენი

ექსპერტები ამბობენ, რომ ძილის წინ ხილის წვენი არ უნდა მიირთვათ და განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ – ვაშლის, ფორთოხლის, ანანასის წვენებს. სისხლი შაქარს იღებს, რაც ენერგიის სწრაფ მატებას და შემდეგ ვარდნას იწვევს.

ყველი

ყველის ზოგიერთი სახეობა ძილის წინ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ. საბედნიეროდ, ზოგი სახეობა ძილის წინ საუკეთესო ხემსია.
ძლიერ ყველს, მაგალითად ისეთ როგორიცაა გაუდა, სტრესის ჰორმონის გაზრდა და სიფხიზლის გამოწვევა შეუძლია.

ალკოჰოლი

ალბათ ფიქრობთ, რომ ძილის წინ ერთი ჭიქა ღვინო დაგეხმარებოდათ კიდეც. თუმცა, აღმოჩნდა რომ ალკოჰოლი ძილის ციკლს არღვევს. ანუ ძილით კი აძინებს, თუმცა ეს ძილი შფოთვით სავსე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები