LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოგიაშვილი: “ყველა გადაცემის შემდეგ არის ჩემი ამოჭრილი კადრი, სადაც რაღაც სისულელეს ვამბობ… ახლაც ვფიქრობ, რამე ისეთი არ გამეპაროს…”

371
salomegogiashvili2138

სალომე გოგიაშვილს გადაცემაში “დიდი ამბავი” ჰკითხეს, მძიმე და აბსურდული ჭორების შესახებ, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ გაუგია.

სალომე გოგიაშვილი:

აბსურდული ჭორებიდან არის ხოლმე, რომ მეუღლეს ვშორდები, ხან მას მოჰყავს ცოლი, ხან მე ვთხოვდები. ძირითადად, ასეთი რაღაცებია… მძიმე ჭორები ჩემამდე ან არ მოდის, ან გვიან ვიგებ, როცა რეაქცია არ მაქვს ხოლმე. ოჯახს ეხება ხოლმე, ჩემს გათხოვებას…

სალომემ ამავე ეთერში აღნიშნა, რომ რადგან მისი გამონათქვამები ტელეგადაცემებიდან ხშირად ხვდება ხოლმე სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე ცდილობს, ყველა სიტყვა აკონტროლოს – “ყველა ეთერის შემდეგ არის ამოჭრილი კადრი, სადაც რაღაც სისულელეს ვამბობ და მერე იწყება… ამიტომ სულ ვფიქრობ, ახლაც, რამე ისეთი არ გამეპაროს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები