LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა გამართა: „ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზე“

45
სალომე და ნიკოლ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის სამომავლო პოტენციალის გამოყენებისა და განვითარების მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები