LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა უკრაინაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ისრაელსა და არაბთა საამიროებში ვიზიტებზე – მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს 

217
სსსსს

მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, თუ რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს.

განცხადების თანახმად, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა შემდეგ ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე: უკრაინაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, ბულგარეთსა და ჩეხეთში.

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

„გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზედაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად.

ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე.

სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე.

შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა.“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 30 აგვისტოს გაავრცელა.

„მივმართავ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს – აზრი არ აქვს ჩემს მიმართ მუქარების გაჟღერებას“ – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g