LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: ყაველაშვილს რუსეთის ფარულ ომზე ჩემი წიგნი მოვუტანე, გაქცევა რომ მოუწევთ, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი – ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს

240
სალომე სამადადაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი

„ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას წიგნის კითხვა სჭირდება“, – ამის შესახებ პარტია„ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

აღნიშნულით მან „ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რუსეთის ფარული ომის შესახებ საკუთარი წიგნი საჩუქრად მიუტანა.

ვიდეო: „მოღალატე შენა ხარ..“ – მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაგინა

სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „მათ სიმართლის ეშინიათ და ეს მათი რეალური სახეა“.

„სამწუხაროა, რომ მიხეილ ყაველაშვილი წავიდა, რადგან მისთვის საჩუქარი მქონდა მოტანილი – მერე მივაწვდი. ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას წიგნის კითხვა სჭირდება.

ჩემი წიგნი მოვუტანე – რუსეთის ფარულ ომზე. სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, მაგრამ რუსულ ენაზე მოვუტანე, რადგან გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი – ივარჯიშოს, ეგებ, რუსულად გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეკანოიძე ყაველაშვილს: უწიგნური, გაუნათლებელი ხარ – არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მსახურება იცი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g