LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამშვიდობო პროცესი კონტროლს ექვემდებარება, მხოლოდ მე შემიძლია პუტინის შეჩერება“ – დონალდ ტრამპი

134
დონალდ ტრამპი

Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შემდგომი ესკალაციის შეკავების მცდელობები „კონტროლს ექვემდებარება“.

„შესანიშნავი იქნებოდა ამის შეჩერების შესაძლებლობა. ასე ვიტყვი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამას. ვერავინ“, – განაცხადა ტრამპმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ტრამპმა აღნიშნა, რომ „რაციონალური დისკუსიები“ და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობები არის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასაღები.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლა შესაძლებელია ყველა მხარესთან კონსტრუქციული დიალოგით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g