LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამწუხაროდ, ვირთხის წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იქნება” – მიხეილ ცაგარელი

1125
agareli-mixeil-232344345

გადაცემის ლაივი LIVE

7 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან“ ერთად, მისმა ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა ტრადიციულად მიმოიხილა კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, ზოგადად განიხილა ზოდიაქოს ნიშნების ფსიქო-სექსუალური ტიპები და მოკლედ ისაუბრა საახალწლო რიტუალებზე.

მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში 

ორშაბათს, 9 დეკემბერს გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური თვის ბოლომდე მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადავა, რაც გააძლიერებს გონებამახვილობას, ანალიტიკური აზროვნების უნარს და ორატორულ ნიჭს, კონტაქტურობას და კომუნიკაბელურობას. საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, უცხო ენების შესასწავლად და უცხოელებთან კონტაქტების გასაფართოვებლად.

თუმცა, დადებითთან ერთად, მერკურის უარყოფითი თვისებებიც მრავლად აქვს, რადგან ადამიანებს დიქტატორული თვისებები, ეგოიზმი და სხვის ხარჯზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილი გაუჩნდებათ, რაც გარკვეულ დაძაბულობას შექმნის ურთიერთობებში. გამოიჩინეთ მოთმინება და თავშეკავება, მოერიდეთ სარკასტულ გამონათქვამებს, ფულის უყაირათოდ ხარჯვას და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ყველაფრის სწრაფად და ერთიანად მიღების სურვილი აუცილებლად მარცხით დასრულდება.

სავსემთვარეობა 

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი სავსემთვარეობის დღეა. ამჯერად, მზე (ანუ ადამიანის სული, შინაგანი „მე“) და მთვარე (ემოციები ქვეცნობიერი სამყარო) ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე განლაგდებიან ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდ, რაც ემოციურ დაძაბულობას, დეპრესიისა და აგრესიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს, მომატებს ტრავმებისა და ავრიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

სხვათაშორის, სავსემთვარეობას სხვებზე კარგად სუსტი, ნაკლებად ენერგიული ადამიანი იტანს, რადგან სწორედ ამ პერიოდში ივსება საჭირო ენერგიით, მისთვის კი, ვისაც ისედაც მოჭარბებულად აქვს ენერგია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი), დღე საკმაოდ მძიმე იქნება,  რადგან ძალიან გაუჭირდება „ზედმეტი“ ენერგიისგან განთავისუფლება. მოიმატებს კონფლიქტებს და დაპირისპირების, ავარიების ალბათობა, რადგან საჭესთან განსაკუთრებით ახალგაზრდებს გაუჭირდებათ თავშეკავება და გაღიზიანების, ემოციების გაკონტროლება.

სავსემთვარეობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობასაც, პირველ რიგში ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, ფილტვებს, ბრონქებს და სასუნთქ სისტემას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მიმართ ქალბატონებს, რადგან მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც ახალმთვარეობას უფრო მტკივნეულად განიცდიან, სავსემთვარეობა სწორედ მათ ემოციებსა და ფსიქიურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს ნეგატიურად. სხვათაშორის, 2020 წელს, რომელსაც ლითონის სტიქია მართავს, სუსტი ფილტვების და სასუნთქი სისტემის პატრონებს შეექმნებათ პრობლემები.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე სავსემთვარეობაზე არ ღირს ოპერაციის ჩატარება (განსაკუთრებით ფილტვებზე, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე), ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და გარიგებების გაფორმება, რადგან ნებისმიერი წამოწყება ან ჩაიშლება ან ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნების ფსიქო-სექსუალურობა 

ზოდიაქოს ნიშნების ფსიქო-სექსუალურ თავისებურებებზე არა მხოლოდ ასტროლოგები მსჯელობენ, არამედ სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილება, თუმცა ინფორმაცია არასრული და ხშირად მცდარია, რადგან ადამიანის სექსუალურობას არა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანი, არამედ უამრავი სხვა ფაქტორი, მათ შორის გენეტიკური მემკვიდრეობა და პლანეტარული ზეგავლენა განსაზღვრავს. გასათვალისწინებელია მარსისა და პლუტონის განლაგება პირად ჰოროსკოპში ადამიანის დაბადების მომენტში, რადგან სწორედ  ისინი აგებენ პასუხს სექსუალურ პოტენციალზე.

მორიელი – სწორედ მარსი და პლუტონი მართავენ სექსის მეფედ წოდებულ მორიელს, რომელსაც ბევრი განსაკუთრებულ გაუმაძღრობასა და აღვიახსნილობაში ადანაშაულებს. ყველა ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი ენერგოცენტრი აქვს ორგანიზმში, საიდანაც ენერგიით იკვებება, მორიელს ამგვარი ცენტრი შარდ-სასქესო ორგანოში აქვს, ამიტომ ერთადერთი ნიშანია, რომელიც ინტიმური ურთიერთობისას დაღლის ნაცვლად, პირიქით ივსება ენერგიით.

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი – მარსი მართავს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ვერძს, ლომს და მშვილდოსანსაც, თუმცა ზოგჯერ არც ეს ნიშნები გამოირჩევიან განსაკუთრებული სექსუალურობით, რაც პირველ რიგში, პირად ჰოროსკოპში მარსის და პლუტონის ცუდი განლაგებითაა განპირობებული, ისინი კი, ვისაც ძლიერი სექსუალური პოტენციალი აქვს, გამუდმებით ეცილებიან ერთმანეთს პირველობაში და მონაცვლეობით იმარჯვებენ, დამარცხებული კი, მეტწილად სუსტი გულის პატრონი ლომია, რომლის სექსუალური მადის დაკმაყოფილების სურვილი ხშირად ინფარქტით სრულდება.

კურო და კირჩხიბი – რა თქმა უნდა, კუროს და კირჩხიბს ვერავინ დააბრალებს განსაკუთრებულ სექსუალურობას, მაგრამ მათთან ფიზიკური ურთიერთობა მაინც ყოველთვის შთამბეჭდავია, რადგან საოცრად მგრძნობიარე, რომანტიკოსი ნიშნები მხოლოდ „ხარისხზე მუშაობენ“.

თხის რქა და თევზები – მართალია, სექსი ამ ნიშნებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, მაგრამ მაინც საუკეთესო საყვარლებად ითვლებიან, რადგან არაფერზე ეუბნებიან პარტნიორს უარს და ნებისმიერ ექსპერიმენტს სიამოვნებით თანხმდებიან.

საახალწლო რიტუალები 

ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო რიტუალების დაცვა, რადგან აღმოსავლური სწავლების თანახმად, მხოლოდ რიტუალის სწორად შესრულებით შეიძლება მომავალი წლის მმართველი ენერგიის კეთილგანწყობის მოპოვება.

25 იანვარს, 01:03 საათზე ტახი ესტაფეტას ლითონის ვირთხას – ჭკვიან, ინტიუტიურ და საკმაოდ ცბიერ ცხოველს გადასცემს, რომელსაც ძალიან უყვარს ოჯახი და ტრადიციები,

ამიტომ 2020 წელს სწორედ კონსერვატორული შეხედულებები და ოჯახური ფასეულობები იქნება პრიორიტეტული. მართალია, სტიქიის გათვალისწინებით, წლის მთავარ ფერებად თეთრი და ვერცხლისფერი ითვლება, მაგრამ თამამად შეიძლება აქსესუარებში წითლის, ლურჯის და მწვანეს გამოყენება.

სამწუხაროდ, ვირთხის წელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული იქნება, რადგან სწორედ მომავალ წელს ემთხვევა სატურნისა და იუპიტერის შეერთება – საკმაოდ იშვიათი მოვლენა, რომელიც მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ხდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები