LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამყაროს აღსასრული და პანიკურ შეტევაში მყოფი ლენარდო დიკაპრიო – ფილმის „მაღლა არ აიხედო“ პირველი ტრეილერი გავრცელდა

430
page

„ნეტფლიქსის“ ფილმის, „მაღლა არ აიხედო“ პირველი ტრეილერი გავრცელდა. ფილმში უამრავ ვარსკვლავს ვიხილავთ. ლეონარდო დიკაპრიოსთან და ჯენიფერ ლოურენსთან ერთად ფანტასტიკური ჟანრის კომედიაში ტიმოთი შალამე, არიანა გრანდე და მერილ სტრიპი გამოჩნდებიან.

ტრეილერი საკმაოდ შთამბეჭდავია, სცენარის მიხედვით, დიკაპრიოსა და ლოურენსის პერსონაჟები მეცნიერები არიან, რომლებმაც სამყარო ასტეროიდისგან უნდა იხსნან. ვიდეოში თქვენ პანიკაში ჩავარდნილ ლეონარდო დიკაპრიოს იხილავთ, რომელიც გამუდმებით სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს.

ცნობისთვის, ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 10 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ფოტო: „ნეტფლიქსის“კომედიაში ლეონარდო დიკაპრიო ვარდების თაიგულით გამოჩნდა – უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

„ნეტფლიქსის“ გადაღებები განახლდა – ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯენიფერ ლოურენსის უახლესი კადრები გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები