როცა ჰოლივუდში „ოქროს გლობუსის“ ვარსკვლავური ცერემონია იმართებოდა, ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა საღამოს მშვიდად და რომანტიკულ გარემოში გატარება გადაწყვიტეს. ისინი სანტა-მონიკაში მყუდრო პაემანზე გადაიღეს.
ყოველდღიურ სამოსში გამოწყობილი წყვილი ხელიხელჩაკიდებული გადაადგილდებოდა და ავტომობილში ყოფნისას ბევრს იცინოდა და ხალისობდა.
„დიახ, თანახმა ვარ“ – ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა – წყვილი 2026 წელს დაქორწინდება
ცნობისთვის, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი გასული წლის ბოლოს სთხოვა.