სამი თვე გავიდა მას შემდეგ რაც, 59 წლის სანდრა ბულოკი და 55 წლის ჯენიფერ ენისტონი პაპარაცებმა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, ნილ გორდონის კაბინეტიდან გამოსვლის დროს გადაიღეს.
სანდრა ბულოკი და ჯენიფერ ენისტონი ცნობილი პლასტიკური ქირურგის კაბინეტიდან გამოსვლის დროს გადაიღე
მას შემდეგ მედიაში არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, რომ მსახიობები რაღაც გრანდიოზულ გარდაქმნას გეგმავდნენ. ბოლო პერიოდში ბულოკი პაპარაცების ობიექტივში არ მოხვედრილა.
სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობი ლოს-ანჯელესში განახლებული ვიზუალით გამოჩნდა. ვარსკვლავი ლაღად და ბედნიერად გამოიყურებოდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ჩარევა მინიმალური იყო და ის მხოლოდ ბუნებრივი შემავსებლებით, ანუ ფილერებით შემოიფარგლა. ამ დღეს სანდრას თეთრი მაისური, მოსასხამი და ამავე ფერის შარვალი ამშვენებდა.
ცნობისთვის, სანდრა ბულოკის მეუღლის, ბრაიან რენდელის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. მედიის ცნობით, ის არ აპირებს გაჩერებას და ეკრანებზე დაბრუნებასაც გეგმავს.
მეუღლის გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ – სანდრა ბულოკი ვაჟთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში