LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ მძიმე დიაგნოზზე: „ვტიროდი, კარზე ვაკაკუნებდი, დროზე გამიღეთ, შემომიშვით-მეთქი…“

1232
sandrokakulia

მსახიობი და ტელეწამყვანი სანდრო კაკულია გადაცემა „ჩათში“ საუბრობს მისი შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე, დიაბეტზე.

სანდრო კაკულია:

„ყველაფერი იცვლება, როცა ექიმი შემოდის, გატყობინებს დიაგნოზს და გეუბნება, რომ თქვენს შვილს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი, ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრება ინსულინზე უნდა იყოს დამოკიდებული. ელენეს უკვე ექვსი წელია, დიაბეტი აქვს. რუტინული ანალიზები ჩავუტარეთ. საღამოს 9 საათი იყო, ჰოლანდიაში მივფრინავდი. ექიმმა, სადაც ანალიზები ჩავაბარეთ, შეშფოთებულმა დაურეკა ჩემს ცოლს, სასწრაფოდ მოიყვანეთ ბავშვი, რადგან ერთ-ერთი ანალიზი ძალიან არ მომწონდა. თვითონ ბავშვი საერთოდ ვერ გრძნობდა. 500-იანი შაქრით შევიდა საავადმყოფოში. მახსოვს, ძალიან მინდოდა ნახვა. გადასხმაზე იყო შეერთებული. გარეთ ვიყავი, ვტიროდი, კარზე ვაკაკუნებდი, დროზე გამიღეთ, შემომიშვით-მეთქი. ისეთი პანიკა ავტეხე, რომ ცოტა ხანი გამომიყვანეს. ელენე რომ გამომიყვანეს, ჩავიხუტე და დავიწყე ტირილი. ბავშვმა დამადო თავი და ჩუმად მითხრა, მა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. იქით დამამშვიდა რეანიმაციიდან გამოსულმა. ეს რომ მითხრა, მივხვდი რა ძლიერი ადამიანია… პირველი ღამე ძალიან მძიმე იყო. ერთ პალატაში ვიყავით. თენდება, შემოდის ექიმი, მშვიდი, ცივი სახით… ფურცლით… დიაგნოზი გავიგეთ მისგან და ვიკითხეთ, როგორ მორჩებაო… გვიპასუხა, არასდროსო… მთელი ცხოვრება იქნება ინსულინზე დამოკიდებულიო. წამებში გვითხრა ეს და გავიდა პალატიდან. დავრჩით შოკის მდგომარეობაში… არავინ არ გვითხრა მაშინ, რომ ეს განაჩენი არ არის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g