LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით რას მივიღებდით? ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გლეხებს დავაზიანებდით“ – კახა კალაძე

136
კალაძე (6)

თბილისის მერმა კახა კალაძემ „საქსტატის“ მონაცემები შეაფასა, რომლის მიხედვით, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7,7%-ით გაიზარდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ვისაც სამშობლო უყვარს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ქვეყანაში „მეორე ფრონტს“ არ მოითხოვს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა, რასაც ებრძვიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება. შემთხვევითი არ არის ის, რომ მაგალითად, გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ეს შედეგი ჩვენ მივიღეთ იმ პოლიტიკური ნაბიჯების შედეგ, რომელიც ქვეყანამ გადადგა, საქართველოში შევინარჩუნეთ მშვიდობა და ზუსტად ამას ებრძვიან. არ უნდათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდებოდეს. შენ თუ შენი სამშობლო გიყვარს, რატომ უნდა მოითხოვო მაგალითად, სანქციებთან მიერთება? რატომ უნდა მოითხოვო „მეორე ფრონტის“ გახსნა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით რას მივიღებდით? ეკონომიკური ზრდა კი არ გვექნებოდა, ქვეყანაში ბიზნესი კი არ იქნებოდა განვითარებული, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, გლეხებს დავაზიანებდით, რომელიც 24 სთ-იან რეჟიმში შრომობს. მაგალითად, კახეთში იმისთვის, რომ ყურძენი მოიყვანოს და შემდეგ ღვინო გააკეთოს, ამ პროდუქციის რეალიზება მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რა არის ამაში ცუდი, რომ ეს თანხები ისევ საქართველოს ეკონომიკაში შემოდის და ისევ ისე გლეხი გაძლიერდება, უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, თავის შვილებს, მეგობრებს, ახლობლებს. რატომ არის ეს ცუდი? შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკის განხორციელებას“, – განაცხადა კალაძემ.

6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.6%-ით გაიზარდა

თბილისის მერის თქმით, მშენებლობის მიმართულებით კვალიფიციური კადრების დეფიციტია, მერია მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, კვალიფიკაცია ყოველგვარი გადასახადის გარეშე აიმაღლონ.
„სამშენებლო მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები. არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელება, ადამიანებს შესაძლებლობას ვაძლევთ, კვალიფიკაცია ყოველგვარი გადასახადის გარეშე აიმაღლონ. მერიას აქვს შესაბამისი პროგრამები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლოს და შემდეგ ხელი შევუწყოთ დასაქმებაში. მივესალმებით იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g